19 ნოემბერი 2024,   07:26
ვრცლად
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავით გარეჯში გახსნას პუნქტები, რომლებიც დაკეტილი იყო - საგარეო საქმეთა მინისტრი 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავით გარეჯში გახსნას პუნქტები, რომლებიც დაკეტილი იყო. დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაციის მიღებისთანავე დაამყარა კომუნიკაცია აზრბაიჯანის ხელისუფლებასთან და ამ დროისთვის პრობლემა უკვე მოგვარებულია.

„მე მქონდა საუბარი, ჩემს კოლეგასთან, მინისტრთან, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა კოლეგებთან საუბარი. ეს სიტუაცია ამ დროისთვის მოგვარებულია. ჩვენი ინფორმაციით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გახსნას ეს პუნქტები, რომელიც ამ დროისთვის იყო დაკეტილი. მაგრამ ჩვენ მომავალში აუცილებლად აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ის პრობლემა, რაც დაკავშირებულია საქართველო-აზერბაიჯანის  საზღვრის დელიმიტაციასთან, იყოს უფრო ინტენსიურად წარმართული. მოგეხსენებათ, რომ პროცესი შეფერხებული იყო კომისიებში არსებული ცვლილებების გამო,” - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.  

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯში უდაბნოს მონასტრისკენ მისასვლელი გზა ჩაკეტეს. მესაზღვრეები ტერიტორიაზე არც ბერებს და არც მომლოცველებს ოთხი დღეა არ უშვებენ.

დღეს დილით კი „კურიერმა“ გადაიღო ექსკლუზიური კადრები, სადაც ჩანს, როგორ თხრიან აღდგომის ტაძრისკენ მიმავალ ახალ ბილიკებს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. მათ ბილიკი ამოჰყავთ, რათა აზერბაიჯანის მხრიდან აღდგომის ტაძარს მიუდგნენ. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები