19 ნოემბერი 2024,   07:32
ვრცლად
ეს ფაქტები ცხადყოფს, რომ საზღვრის დელიმიტაციის საკითხი მნიშვნელოვანია - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით გარეჯზე

პრეზიდენტი ფიქრობს, რომ აუცილებელია, აზერბაიჯანთან საქართველოს საზღვრები დროულად დადგინდეს და პრობლემა გადაიჭრას, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისი თქმით,  ძეგლთა დაცვისა და „ევროპა ნოსტრას“ წარმომადგენლებთან ერთად პრეზიდენტი იმყოფებოდა დავით გარეჯში. მათ დაათვალიერეს ჩვენი სამონასტრო კომპლექსი.

ჟვანია ამბობს, რომ ძალიან სამწუხაროა, როცა ასეთი ფაქტები ხდება, განსაკუთრებით სამწუხაროა, როცა ეს ემთხვევა აღდგომის დღესასწაულს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ეს ფაქტები ცხადყოფს, რომ ქვეყნებს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხის გადაწყვეტა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან სამწუხაროა, როცა ასეთი ფაქტები ხდება, განსაკუთრებით ცუდია, როდესაც ეს ემთხვევა აღდგომის დღესასწაულს. ეს ფაქტები ცხადყოფს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი, შესაბამისად, აუცილებელია საქართველოსა და ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის არსებული შეთანხმებისამებრ კომისიამ დროულად განაახლოს მუშაობა, რათა ორ მეგობარ ქვეყანას შორის საზღვრები საბოლოოდ დადგინდეს და ასეთ ხელოვნურ დაძაბულობას ადგილი მომავალში აღარ ჰქონდეს,“ - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

დღის ამბები