19 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
შუღლის გაღვივების მცდელობა სახელისუფლებო ტროლების მეშვეობით -MDF-ის კვლევა

შუღლის გაღვივების მცდელობა სახელისუფლებო ტროლების მეშვეობით. "მედიის განვითარების ფონდმა" ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც დგინდება, როგორ ხდებოდა პანკისში განვითარებული მოვლენების პარალელურად ხელისუფლების ნარატივის ტროლებით გავრცელება.

გაშიფრულია მიზნებიც - ირკვევა, რომ პანკისში მომხდარი დაპირისპირების დროს სოციალურ ქსელში ერთი და იგივე პირები ყალბი პროფილებით სარგებლობდნენ, იცავდნენ ხელისუფლების პოზიციებს და აღვივებდნენ შუღლს.

Image result for თამარ კინწურაშვილი„ცდილობენ ხელისუფლების ქმედებების გამართლებას და ყველზე სამწუხაროა, რომ შუღლის გაღვივების ელემენტებიც გამოვლინდა, როდესაც ამ ადამიანების ეთნიკურ, რელიგიურ იდენტობაზე ხდებოდა ხაზგასმა და ერთ-ერთ კომენტარში ტერორიზმთან დაკავშირებაც კი, რაც ძალიან სახიფათოა და არის ბინძური მანიპულაცია. სამწუხაროა, რომ ეს ჯგუფები დაკავშირებულები არიან გარკვეულწილად ხელისუფლებასთან და ამ მხრივ ახდენენ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას,“ - აცხადებს  "მედიის განვითარების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი.

პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებული მოვლენებს დროს ე.წ. ტროლები, რომ რელიგიური თემით მანიპულირებას ცდილობდნენ, ამაზე საუბრობს მედიის განვითარების ფონდის ანალიტიკოსი, სოფო გელავაც. მისი თქმით, რელიგიურ თუ ეთნიკურ საკითხებზე ყურადღების გამახვილებით ეროვნული უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დგება.

„იმაზე ხაზგასმა, რომ ესენი არიან მუსლიმები, მათ ჰყავთ სხვა ღმერთი და ყალბი და მანიპულაციური ვიდეოების გავრცელება სოციალურ ქსელებში, რომ თითქოს, ისინი სეპარატიზმს უჭერენ მხარს და არ აღიარებენ პანკისის ხეობას საქართველოს ტერიტორიად, ეს განსაკუთრებით საშიში არის და ამ შემთხვევაში უკვე საფრთხე არის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ვხედავდით, რომ ესენი იყვნენ ყალბი ადამიანები, რეალურად, არ იყვნენ ის ადამიანები, რასაც იბრალებდნენ საკუთარ თავზე. ცხადია, ასეთ შემთხვევაში ჩნდებოდა კითხვები, რომ ხომ არ იყო ეს ორგანიზებული, მაგალითად, იგივე შსს-ს მხრიდან, რომ სოციალურ ქსელში რაც არსებობდა კრიტიკა ამ სპეცოპერაციის წინააღმდეგ, დისკუსია შეეცვალათ და შეექმნათ ილუზია, რომ თითქოს მხარდაჭერაც არსებობს,“ - განაცხადა სოფო გელავამ.

პანკისის ხეობაში სამართალდამცავებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება 21 აპრილს მოხდა. ფიზიკურ დაპირისპირებას კი წინ მოსახლეობის მიერ ჰესის მშენებლობის დაწყების გამო პროტესტება უძღოდა.

დღის ამბები