19 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
"ძალა ერთობაშია"-ს ზესტაფონის მერობის კანდიდატი და გაერთიანების ლიდერები ამომრჩევლებს შეხვდნენ

"ძალა ერთობაშია"-ს ზესტაფონის მერობის კანდიდატი ბაქარ ხიჯაკაძე და გაერთიანების ლიდერები ზესტაფონში, ამომრჩევლებს შეხვდნენ. უმუშევრობა და მძიმე სოციალური ფონი ის ძირითადი პრობლემებია, რომლებზეც ადგილობრივები ამახვილებენ ყურადღებას.  

„არაჩვეულებრივი განწყობაა, ადამიანები შეიკრიბნენ ბაქარის მხარდასაჭერად, რათა მერობის კანდიდატს დაუჭირონ მხარი და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანებიც, ყველა სხვა მოქალაქე ზესტაფონის, აუცილებლად დაუდგება მხარში ბაქარს“ - აღნიშნა საზოგადოებრივი ორგანიზაციის ”საქართველო ლიდერთა შორის” დამფუძნებელმა, მამუკა გამყრელიძემ.

„ძალა ერთობაშია"-ს ზესტაფონის მერობის კანდიდატმა, ბაქარ ხიჯაკაძემ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელსაც მერად არჩევის შემთხვევაში მოაგვარებს.

„ხალხს ვპირდები იმას, რომ აუცილებლად დავამთავრებთ ზესტაფონში არსებულ ნეგატიურ მდგომარეობას, ქაოსს, განუკითხაობას, კორუფციას, კრიმინალს, რომელიც სუფევს და არის აღზევებული ჩვენს რაიონში და ვპირდები ხალხს, რომ მთელი ბიუჯეტი, მთელი რესურსი, მთელი ჩემი გამოცდილება მოხმარდება ამ ადამიანების კეთილდღეობას“ - განაცხადა ბაქარ ხიჯაკაძემ.

დღის ამბები