19 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალი გზა, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მეორე დღეს ჩაიკეტა - პოლიტიკური შეფასებები თბილისში 

საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის ყველაზე მტკივნეული წერტილი - 150-კილომეტრიანი სასაზღვრო მონაკვეთი უკვე ათწლეულებია, მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

აზერბაიჯანელი მესაზღვრეები პერიოდულად კეტავენ უდაბნოს მონასტერთან მისასვლელ გზას, მათ შორის სასულიერო პირებისთვის. ბოლოს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, ზუსტად 5 დღის წინ, „ევროპა ნოსტრას“ წევრებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტმა მოინახულა.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფოტო და ვიდეომასალა გაავრცელა, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალი გზა ჩაკეტეს და შესვლა სასულიერო პირებსაც აუკრძალეს. ის, რომ აკრძალვები, გარეჯში ზურაბიშვილის უკავშირდება, დღეს დილით დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა საჯაროდ თქვა.

საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის სრულად დადგენის აუცილებლობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგი ჩატარდა.

მთავრობამ მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან მას შემდეგ დაიწყო, რაც მონასტრამდე მისასვლელი, გზა ჩაკეტილი გზა, „კურიერმა“ გადაიღო და პირდაპირ ეთერში აჩვენა მესაზღვრეები, რომლებიც აღდგომის ტაძრისკენ გზას თხრიდნენ.

მდგომარეობის პოლიტიკური შეფასებისას ოპოზიცია დღეს განსაკუთრებით ფრთხილობდა. ოპონენტები ხელისუფლებისგან მხოლოდ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დაუყოვნებლივ კომუნიკაცია ითხოვდნენ.

დღის ბოლოდ აზერბაიჯანული მედიისთვის განცხადება გაკეთდა ბაქოში. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ ხელისუფლებას ყოველთვის სურდა საზღვრის დროული დელიმიტაცია და ახლაც მზად არიან ჩაერთონ ამ პროცესში.

ამ ეტაპზე მთავარ პრობლემად იმ კომისიის დაკომპლექტება რჩება, რომელმაც აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ზუსტი კოორდინატები უნდა დაადგინოს. ორ ქვეყანას შორის ამ თემაზე უშედეგო მოლაპარაკებები 20 წელზე მეტია გრძელდება.

დღის ამბები