გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს მაგალითი მოიყვანა. შეხვედრაზე დონბასში მცხოვრები უკრაინელებისთვის, რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების შესახებ, პუტინის გადაწყვეტილება განიხილეს.
ვლადიმირ ელჩენკოს თქმით, არ არის გამორიცხული რუსეთმა დონბასში იგივე სცენარით იმოქმედოს, რაც 2008 წლის აგვისტო ომში გამოიყენა.
„რუსეთის პროვოკაციული და უკანონო ქმედებების კიდევ ერთი მაგალითი არის საქართველო-რუსეთის კონფლიქტი. უკვე 2006 წელს ქვეყნის სამხრეთ ოსეთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის 90%-ზე მეტს რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა. 2008 წელს კონფლიქტის დროს რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში საკუთარ მოქალაქეებს იცავდნენ. თქვენ იცით რა მოხდა შემდეგ. კონფლიქტიდან 10 წლის შემდეგ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არაა აღდგენილი. რეზულტატი არ მოუტანია არც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს.
დონბასში რუსეთი იგივე სცენარს იყენებს. ეს არის ტერიტორიების ოკუპაციის დაფარვის, მათი უკრაინისგან დაშორების მცდელობა. ხელოვნური მიზეზი იმისთვის, რომ რეგიონში რუსეთის ჯარების გააგზავნონ. ეს არის დაგეგმილი ღონისძიებები, რომელიც მინსკის ფორმატისთვის ძირის გამოთხრას ისახავს მიზნად,“-განაცხადა ელჩენკომ.
რუსულმა მხარემ ბრალდებები კატეგორიულად უარყო.