19 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" მარნეულის მერობის კანდიდატი ყიზილაჯლოს მოსახლეობას ხვდება

"ევროპული საქართველოს" მარნეულის მერობის კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება. აჰმედ იმაკულიევთან სოფელ ყიზილაჯლოს მოსახლეობა რაიონში არსებულ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემაზე საუბრობს.

სოფელს სასმელი და სარწყავი წყლის, ასევე სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებს.

მერობის კანდიდატი ყიზილაჯლოს მაცხოვრებლებს საარჩევნო პროგრამას აცნობს და აცხადებს რომ ხელისუფლებისგან განსხვავებით, "ევროპული საქართველოს’’ ამოცანა მომავალზე ზრუნვა და პრობლემების მოგვარებაა.

დღის ამბები