„არ ვაკეთებ კომენტარს“- ასე პასუხობს ვანო ჩახარტიშვილი ჟურნალისტების შეკითხვას, დაინიშნა თუ არა ნათია თურნავა ეკონომისტის მინისტრის პოსტზე მისი რეკომენდაციით.ამის მიუხედავად თურნავასთან მეგობრობას ადასტურებს.
თურნავას ეკონომიკის მინისტრად დანიშვნის შემდეგ ოპოზიცია აცხადებს, რომ მისი მთავარი რეკომენდატორი ბიძინა ივანიშვილთან სწორედ ვანო ჩხარტიშვილი იყო. მათი თქმით, ნათია თურნავამ მინისტრის პორტფელი სწორედ ჩხარტიშვილის ბიზნეს ინტერესების გასატარებლად ჩაიბარა.
„არ ვაკეთებ კომენტარს. როცა გნებავთ მობრძანდით და მოგცემთ ინტერვიუს,“- განაცხადა ჩხარტიშვილმა.