19 ნოემბერი 2024,   07:19
ვრცლად
სანქციები საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ - კრიტიკული კანონპროექტი ამერიკის კონგრესს დაუბრუნდა

სანქციები საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ - ეს კანონპროექტი ამერიკის კონგრესს 2 წლის შემდეგ დაუბრუნდა. პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობას და ცალკეულ ფიზიკურ პირებს ვაშინგტონი სანქციებს იმ შემთხვევაში დაუწესებს, თუ ბიზნესზე ზეწოლა და უკანონო მოქმედებები გაგრძელდება. სანქციების პროექტი საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას და კონკრეტული პირებისთვის ამერიკის ვიზების გაუქმებას ითვალისწინებს.

რეზოლუციის პროექტის ავტორი რესპუბლიკელი კონგრესმენია. ვაშინგტონის მკაცრი სიგნალის მიზეზებს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ასახელებს. ფადი ასლი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ან მასთან დაკავშირებული კომპანიების გარდა, ვერცერთი სხვა ბიზნესი განვითარებას ვერ ახერხებს. მან ზეწოლის კონკრეტული მაგალითები გაიხსნა, მათ შორისაა „თიბისისი ბანკის,“ ანაკლიის პორტისა და „ომეგა ჯგუფის“ საქმეები, ასევე „ფრესკოს“ დამფუძნებლის სკანდალური განცხადებები.

არასამთავრობო სექტორს იმედი აქვს, რომ ორი წლის შემდეგ გაცოცხლებული კანონპროექტს ამერიკის შეერთებული შტაბების კონგრესი კანონად არ გადააქცევს. მათი აზრით, კონგრესში რეზოლუციაზე მუშაობის ხელახლა დაწყება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის უმკაცრესი გაფრთხილებაა.

მმართველმა პარტიამ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მკაცრი რეზოლუციის პროექტის არსებობა არასამთავრობოების ნაწილსა და ოპოზიციას დააბრალა. „ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ სწორედ ხელისუფლების ოპონენტები აწვდიან არასწორ ინფორმაციას სტრატეგიულ პარტნიორს და შეცდომაში შეჰყავთ.

ოპოზიცია კი მმართველ პარტიას ურჩევს, რეალობას თვალი გაუსწოროს და ბიზნესზე ზეწოლა შეწყვიტოს.

 

დღის ამბები