ლეიბორისტული პარტიის ლიდერი უახლოეს დღეებში პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს.
შალვა ნათელაშვილის განმარტებით, სკოლებში სავალდებულო უნდა გახდეს ერთჯერადი კვების პროგრამა, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
„საქართველოში, გაეროს სტატისტიკით, შიმშილობს 77 ათასი ბავშვი, ხოლო 300 ჩვილი ასევე გვეღუპება შიმშილით. სასწრაფოდ იქნას მიღებული კანონი, რომლის თანახმადაც, სკოლებში ყველა ბავშვი დღეში ერთხელ იქნება ყველა მინერალით და ვიტამინით შევსებული საკვები უფასოდ ბიუჯეტის ხარჯზე. მე გავუგზავნი წერილს სამარცხვინო პარლამენტის ყველა წევრს მოთხოვნით, დაუყოვნებლივ მიიღონ აღნიშნული კანონი, ხოლო ის დეპუტატი, რომელიც უარს იტყვის ამ ჰუმანიტარულ, კეთილშობილურ აქციაზე, საკუთარ პოლიტიკურ განაჩენს მოაწერს ხელს,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.