რუსულ სამხედრო ბაზაზე მოკლული ირაკლი კვარაცხელიას ოჯახი დუმილს არღვევს - კვარაცხელია გალში, ნაბაკევის ბაზაზე, ჩამომხრჩვალი იპოვეს.
რუსმა ოკუპანტებმა ირკალი კვარახელია ნაბაკევში 15-დღიანი ყოფნის შემდეგ უკანა გზაზე მავთულხლართებთან ე.წ. საზღვრის უკანაო გადაკვეთისა და შესაბამისი საბუთების არქონის მოტივით დააკავეს და ნაბაკევის რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, სადაც ოკუპანტების მტკიცებით, ირაკლი კვარაცხელიამ, თავი მოიკლა.
თუმცა, ამ ვერსიის არავინ დაიჯერა, ვინც მის სხეულზე ნაიარევები და სავარუდო წამების კვალი ნახა. ოჯახს ოკუპანტების მიერ გავრცელებული ვერსიის არ სჯერა და აცხადებენ, რომ ის აწამეს.
რუსეთს სამხედრო ნაწილში გარდაცვლილი ირკალი კვარაცხელიას უფლებებს ცენტრი ემპათია იცავს.
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრში ეჭვი აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოძიებას განზრახ აჭიანურებს და არ სურს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებზე ინტერპოლით ძებნა გამოცხადდეს.
ემპათიას ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი, სახელმწიფო უწყებებიდან ითხოვს, რომ დადგინდეს, ვინ არის ნაბაკევში რუსული სამხედრო ბაზის მეთაური და ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნაზე დასვან. მან პასუხად სუს-ისგან ხელმოუწერელი წერილი მიიღო შინაარსით, რომ ამ პირის დადგენა არა მათ, არამედ იმ ორგანოებს ევალებათ, ვინც ამ საქმეს იძიებს.
ჯიშკარიანი პროკურატურამ შსს-ში გადაამისამართა, საიდანაც პასუხი არ მიუღიათ. შსს-ში კი განმარტავენ, რომ ემპათიას პასუხი მისწერეს, ფოსტას 24 აპრილს გაატანეს, მაგრამ ადრესატამდე ჯერ არ მისულა. კითხვაზე, რა ეტაპზე გამოძიება, კურიერს განუცხადეს, რომ მის დასრულებამდე ვერაფერს იტყვიან.
კვარაცხელიას ადვოკატებს სახელმწიფო უწყებების მხრიდან დუმილი დიდი პოლიტიკის ნაწილად მიჩნიათ, რის გამოც, რუსი მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის გამოკვეთას ქართული მხარე ერიდება.
კითხვის ნიშნებს გამოძიებასთან დაკავშრებით უფლებადამცველებს სამხარაულის ექსპერტიზის გაჭიანურებული დასკვნაც უჩენს, რომელიც 45 დღის შემდეგაც არ არის.
ნაბაკევის ბაზის მეთაურის ვინაობა კურიერმა მარტივად დაადგინა. ჟურნალისტური წყაროებით ირკვევა, რომ ნაბაკევის ბაზას სერგეი იატინი ხელმძღვანელობს, გალში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ნაწილებს კი - ალექსეი კუტკოვი.
კვარაცხელიას საქმე ცენტრი ემპათიას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობის - არჩილ ტატუნაშვილის, საქმეს ახსენებს. მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში არა რუსი მაღალჩინოსნები, არამედ ცხინვალის ციხის რიგითი თანამშრომელები შეიყვანა.
უფლებადამცველები განმარტავენ, რომ გამოძიების სწრაფად წარმართვა, ნაბაკევის სამხედრო ბაზის ხელმძღვანელი პირების გამოვლენა და ექპერტიზის პასუხების ქონა მნიშვნელოვანია მათთვის, რადან სარჩელის შეტანას კვარაცხელიას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოშიც გეგმავენ.