სამების საკათედრო ტაძარში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგიას, მრევლთან ერთად ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები.
სრულიად საქართველოს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა თბილისის მერმა. კახა კალაძემ მართლმადიდებლებს სიყვარული და სიკეთე უსურვა. კალაძემ ბრწყინვალე აღდგომა ქართველ ემიგრანტებსაც მიულოცა.
„მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, მინდა მივულოცო ჩვენს თანამემამულეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ყველაზე მეტად, რაც მინდა ვისურვო არის ის, რომ ყველი დილა, ყოველი დღე, რომელიც გვითენდება, იყოს გაჯერებული სიყვარულით, სიხარულით, სიკეთით და რაც მთავარია რწმენით, რომ ყველაფერი კარგად იქნება,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.
მართლმადიდებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
„ყველა ქრისტიანს, ყველა მართლმადიდებელს, ჩვენი სამშობლოს ყველა მოქალაქეს მინდა მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ვუსურვო სიყვარული, ბედნიერება, ურთიერთთანადგომა და ყველაფერი საუკეთესო,“ - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.