19 ნოემბერი 2024,   07:36
ვრცლად
არჩევნები უკრაინაში - კენჭისყრას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი აკვირდებოდა

უკრაინამ ახალი პრეზიდენტი აირჩია - სხვაობა ორ კანდიდატს შორის იმდენად დიდი იყო, რომ ეგზიტპოლების გამოქვეყნებისთანავე სრულიად ცხადი გახდა, რომ პოროშენკოს გამარჯვების აღარანაირი შანსი არ ჰქონდა.

ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, უკრაინის არჩევნებსაც სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდებოდა, მაგრამ ყველაზე წონიანი და ავტორიტეტული დასკვნა იმ დელეგაციის მიერ იდება, რომლის ხელმძღვანელიც ქართველია.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მოქმედი პრეზიდენტი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელია.

გიგი წერეთელი უკრაინაში ჩატარებულ არჩევნებზე და მის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხალხს სურდა ცვლილებები, რაც კენჭისყრის შედეგებმა აჩვენა.

გიგი წერეთელი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად 2018 წლის ზაფხულში აირჩიეს. არჩევნები ბერლინში, რაიხსტაგის შენობაში გაიმართა.

გიგი წერეთელს აღნიშნული პოსტის დაკავება 2016 წელსაც შეეძლო, თუმცა მაშინ 7 ხმა დააკლდა და ამაში დიდი წვლილი „ქართულ ოცნებას“ მიუძღვის. 

დღის ამბები