თბილისში მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ლილიან მორი-პასკიე პირველ შეხვედრას პარლამენტში მართავს.
ის ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ხვდება. პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე განცხადებებს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ესწრებიან.
მორი-პასკიე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ქვეყნის პრემიერსა და პრეზიდენტს შეხვდება.
ასევე დაგეგმილია შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად მოინახულებს დევნილთა დასახლებას წეროვაში, გაეცნობა ოძისში, ე.წ. საზღვართან შექმნილ ვითარებას.