19 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
თავდაცვის მინისტრმა ომში გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო

თავდაცვის მინისტრი მიცვალებულთა მოხსენიების დღეს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე იმყოფებოდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ლევან იზორიამ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

მინისტრმა მუხათგვერდიდან ვაშლიჯვარში მდებარე ძმათა სასაფლაოზე - „გმირთა სავანე“ გადაინაცვლა, სადაც აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლები არიან დაკრძალულები.

"პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს,რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად, დაიცვეს ჩვენი ქვეყნის ღირსება და მათი თავგანწირვის მაგალითები გვამტკიცებს ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად, განვითარებისთვის და გამთლიანებისთვის,“-განაცხადა ლევან იზორიამ.

დღის ამბები