პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე, პარტიის მერობის კანდიდატთან აჰმედ იმამკულიევთან ერთად მარნეულის რაიონის სოფელ ლეჟბადენის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ადგილობრივებმა სასმელი წყლის, ბუნებრივი აირის და სოფლის შიდა გზების პრობლემებზე ისაუბრეს.
დავით ბაქრაძის განცხადებით, არჩევნები არის ხალხის იარაღი და საშუალება რომ საკუთარი ცხოვრება უკეთესი გახადოს.
„მარნეულშიც და მთელ საქართველოშიც ხალხს უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნები ეს არის ხალხის იარაღი, არჩევნების ეს არის ხალხის საშუალება საკუთარი ცხოვრება გახადოს უკეთესი და არჩევნებში უნდა ავირჩიოთ არა ისეთი ადამიანები, რომლებიც საკუთარ ცხოვრებას გაიუმჯობესებენ ხალხის ხარჯზე, არამედ უნდა ავირჩიოთ ისეთი ხალხი, რომელიც პირველ რიგში იზრუნებს სწორედ მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე,“- განაცხადა ბაქრაძემ.