ღალატი და კრემლის შურისძიება - მოსკოვის მიერ დაქირავებული მკვლელის აღსარების შემდეგ, თბილისში ჩნდება კითხვა: "როგორ აღმოჩნდა რუსეთის სპეცსამსახურების ხელში იმ უკრაინელების მონაცემები, ვინც საქართველოში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა ჩამოიტანეს?"
თავდაცვის სამინისტროს გენერალი, რომელმაც აგვისტოს ომის დროს რუსული აგრესიის შეჩერებაში, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე მეტი თვითმფრინავი დაკარგა. უკრაინელების როლი მაშინ საქართველოს თავდაცვაში იმდენად დიდი იყო, რომ მოსკოვმა მათზე შურისძიება განიზრახა.
საქართველოში საგანგებო მისიით ჩამოსული უკრაინელი სპეციალისტების გვარები გასაიდუმლოებული იყო. როგორ აღმოჩნდა მათი მონაცემები რუსეთის ხელში, ამისთვის ორი გზა არსებობდა, ან საქართველოდან ან უკრაინიდან. ნიუ-იორკ თაიმსის გამოძიებისა და შაბათის "კურიერის" მოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ მოსკოვმა უკრაინის მოქალაქე ოლეგ სმოროდინოვს 7 უკრაინელი სამხედროს მკვლელობა შეუკვეთა. შავ სიაში მოხვდნენ ისინი, ვინც საქართველოში ანტისაჰაერო სისტემის გამართვაში მონაწილეობდნენ. დაქირავებულმა მკვლელმა მხოლოდ ერთი მზვერავის ივან მამჩურის ლიკვიდაცია მოასწრო.
ქართველ გენერლებს უჭირთ იმის მტკიცება, ვის შეიძლებოდა ეთანამშრომლა მოსკოვთან და საიდუმლო მასალები გადაეცათ, თუმცა არაოფიციალური წყაროებით მათ იციან, რომ უკრაინელების მსგავსად არსებობს ქართველი სამხედროების შავი სიაც, ვისი ლიკვიდაციაც მოსკოვის ინტერესშია.