სალომე ზურაბიშვილის უხერხული და სკანდალური ტვიტერის პოსტი მმართველი გუნდის წევრებისთვის საუბრის უხერხული თემაა. საპარლამენტო უმრავლესობაში ამ საკითხზე საუბარს თავს არიდებენ.
ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ კი თქვა, რომ არსებობს კითხვები და ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.
დეპუტატს აინტერესებს, სალომე ზურაბიშვილის მიერ ამერიკის პრეზიდენტის ტვიტერის პოსტის გაზიარება ტექნიკური შეცდომა იყო, თუ მართლაც კიბერშეტევა.
„რა მოხდა, ტექნიკური იყო შეცდომა თუ ვინმემ დაარღვია ის კანონი, რომელიც კიბერშეტევას ეხება. ეს რასაკვირველია, ორგანოების საკითხიც არის, მაგრამ ვფიქრობ, პრეზიდენტმა სიღრმისეულად უნდა ჩაიხედოს და გააანალიზოს შექმნილი ვითარება. მე არც გამოცდილებას და არც ხედვას ვერ დავაყენებ ეჭვის ქვეშ ისეთი ადამიანის, როგორიც სალომე ზურაბიშვილია, რა მოხდა, ამასთან დაკავშირებით გვჭირდება პასუხები,“ - აცხადებს გია ვოლსკი.