19 ნოემბერი 2024,   07:46
ვრცლად
გაზრდილი მიგრაცია - ოპოზიცია ხელისუფლებას სიცრუეში ადანაშაულებს, მმართველ გუნდში კი მიგრაციის ზრდის მთავარ მიზეზად ვიზალიბერალიზაციას მიიჩნევენ

მიგრაციის მაჩვენებელს საგანგაშოს უწოდებს ოპოზიცია და მმართველ გუნდს ტყუილში ადანაშაულებს.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის, თქმით, გაზრდილი მიგრაციის მიზეზი სიღარიბე და ის ეკონომიკური პოლიტიკაა, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, გაზრდილიო მიგრაციის პროცესი ვიზალიბერალიზაციას მიაწეროს. დეპუტატი ხელისუფლებას რეალური მონაცემების შეცვლაში ადანაშაულებს.

„თუ ვიზალიბერალიზაციის პერიოდში 2017 წელს გავიდა 2.2 ათასი, 2018 წელს - 11 ათასი,  მაშინ როგორ გადიოდა 2009 წელს 35 ათასი ან 2010 წელს 30 000 მოქალაქე? გამოდის, რომ არავითარი კავშირი ვიზალიბერალიზაციასთან არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ეს ჩასწორებული ინფორმაცია არის თავიდან ბოლომდე სიცრუე,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ამბობს, რომ მიგრაციის მზარდი მაჩვენებელი პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას.

„ეს სიღარიბე, რომელიც ქვეყანაში პირდაპირ არის დაკავშირებული აქედან გადინებულ მიგრანტებთან. ყველაზე ცუდი რაც შეიძლება, მთავრობა გააკეთოს, მას აბრალებს ვიზალიბერალიზაციას. ეს არ არის ვიზალიბერალიზაციის ბრალი, ეს არის ქვეყანაში არსებული სიდუხჭირისა და ქართული ოცნების მოშლილი მმართველობის ბრალი,“ -  განაცხადა სერგი კაპანაძემ.  

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ წინა ხელისუფლების დანატოვარია ის, რასაც ქვეყანაში სიღარიბე მოსდევს.

გია ვოლსკიც ფიქრობს,რომ ქართველ მიგრანტთა მაღალი მაჩვენებელი უვიზო მიმოსვლის მიღებას უკავშირდება.  

„არსი არის სხვა ადამიანებს უფრო ხელეწიფებათ, დატოვონ ქვეყანა ვიზალივბერალიზაციის პირობებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხალხს პრობლემები არ აწუხებს. ვფიქრობ, სწორად მივდივართ, რაც შეეხება სტრატეგიულ მიმართულებას ეკონომიკის დარგში,“ - განაცხადა ვოლსკიმ. 

დღის ამბები