„მიმაჩნია, რომ ამაშიც არის რაღაც ბოროტი განზრახვა“ - ასე ეხმაურება პარლამენტის წევრი, ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელიას მიერ მომზადებული კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას, რომელიც, თითქმის, ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს.
გედევან ფოფხაძე დეპუტატების გადაწყვეტილებას „საწყენს“ უწოდებს.
„საწყენია, რომ დეპუტატები არ ესწრებიან ამ განხილვას და მე მიმაჩნია, რომ ამაშიც არის რაღაც ბოროტი განზრახვა. თუმცა, ყველას პირადი საქმეა, ახლა იქნებოდა თუ არა დარბაზში, მაგრამ ეს განხილვა ვიღაცისთვის თავისთავად, განხილვაც კი პრობლემაა,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ცარიელ დარბაზში კანონპროექტის განხილვას აფასებს პარლამენტის წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე. მისი თქმით, ის ვითარება, რაც პარლამენტის დარბაზშია, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კონტროლდება.
„ის, რაც ხდება ამ დარბაზში, ეს უკვე არის იმის მანიშნებელი, რომ დღეს სიტუაცია საქართველოს პარლამენტში აკონტროლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ეს სწორედ მათი ნებაა, რომ დღეს არავინ, ამ პატივცემული კოლეგების გამოკლებით, სხვადასხვა მიზეზების გამო, შეიძლება სხვებიც არ ესწრებიან, მაგრამ ის, რომ აქ ძირითადად უმრავლესობა ამას არ ისმენს, ამ განხილვას, არის ერთ-ერთი მანიშნებელი პირადად ჩემთვის,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
ქართული ოცნებიდან დემარშით წასული დეპუტატის და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებული კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის წესს ეხება.