სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში - ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნიკა მელია და უმრავლესობის დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი დაუპირისპირდნენ.
კამათი სესიის დაწყებამდე, დერეფანში მოხდა. დეპუტატებმა ერთმანეთს პოლიტიკური წარსული შეახსენეს. ნიკა მელია აცხადებს, რომ არ აპირებს მოითმინოს ზაზა პაპუაშვილისგან შეურაცხყოფის მოსმენას და ამის მოთმენას.
„ბევრი რამ შერჩა ზაზა პაპუაშვილს და არ ვაპირებ დეპუტატად წოდებული ზაზა პაპუაშვილის ლანძღვა გინების მოთმენას,რომელსაც ადგილი აქვს დღენიადაგ, ეს მართლაც ივანიშვილის კალთას ამოფარებული პაპუაშვილი. ერთი სიკეთე რა გაუკეთებია ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატია,“-განაცხადა მელიამ.
ზაზა პაპუაშვილი კი ამბობს, რომ ნიკა მელიას საკრიტიკებელი არავინაა.
„რაც არის და ვინც არის ნიკა მელია არ იცით? გამოიწვია რომ ეს მომხდარიყო, მიკროფონები და კამერა, რაც მისაღები ჰქონდა მიიღო და კიდევ მიიღებს უზრდელობისა და უტაქტობის გამო, არჩევნები ახლოვდება და თემების აწევა უნდა,“-აცხადებს პაპუაშვილი.