19 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
მურუსიძე ჩამოყალიბდა „ქართული ოცნების „ პოლიტიკურ აქტივისტად - ელენე ხოშტარია

„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ მოსამართლე ლევან მურუსიძეს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის გამო აკრიტიკებენ და კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა შავგულიძესთან პოლიტიკურ დებატებში „ქართული ოცნება“ ლევან მურისიძეს უშვებს, რაც კანონმდებლობის უხეში დარღვევაა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, მოსამართლე ლევან მურუსიძე „ ქართული ოცნების“ აქტივისტად ჩამოყალიბდა, რომელიც ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკურ კაპმანიაშია ჩართული.

„იმის პარალელურად, როდესაც „ქართული ოცნება“ პარლამენტში პირდაპირ ყველას აზრის საწინააღმდეგოდ კანონებს იღებს, რომლებიც მორგებულია სასამართლო სისტემაში კლანზე, მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანზე, ჩვენ ვხედავთ რამდენიმე კვირის განმავლობაში, გუშინ იყო დაგვირგვინება, გუშინდელი დებატი შავგულიძე-მურუსიძის, ვხედავთ სრულ ლუსტრაციას თუ რა ხდება ჩვენს მართლმსაჯულების სისტემაში. მურუსიძე ჩამოყალიბდა და ითქვა უკვე ღიად „ქართული ოცნების „ პოლიტიკურ აქტივისტად, რომელიც არის ჩართული პოლიტიკურ კამპანიაში ოპონენტების წინააღმდეგ და ამითი ჩანს ძალიან მარტივად, თუ რა დამოკიდებულება  აქვს „ ქართულ ოცნებას“ ზოგადად სასამართლოს და მოსამართლეების მიმართ, რომ ისინი მათ სჭირდებათ პოლიტიკურ აქტივისტებად,“- განაცხადა ხოშტარიამ.

დღის ამბები