საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაიას ურჩევს საქართველოს უახლესი ისტორია კარგად შეისწავლოს. საუბარია საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის სკანდალურ განცხადებაზე, სადაც ვლადიმერ ჩაჩიბაიამ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსულ აგრესიას, "სამოქალაქო ომი" უწოდა. დევი ჭანკოტაძე განმარტებებს თავდაცვის მინისტრისგანაც ითხოვს.
„რუსებმა გამოიყენეს ჩვენს წინააღმდეგ, მაგ დროს აფხაზეთის ომის დროს სამხედრო ავიაცია "სუ 25" და "სუ 27"-ის ტიპის თვითმფრინავები, რომელიც ჩვენ გვბომბავდნენ იქ. გამოიყენეს სამხედრო საზღვაო ფლოტი, რომელიც გვესროდა იქ, აფხაზეთში და ამას ნომერ პირველი სამხედრო ეძახის სამოქალაქო ომს. ვინც მონაწილეობდა იმ ომში, ვინც მონაწილეობდა 2008 წლის ომში, ვინც მონაწილეობდა 2004 წლის ცხინვალის ომში ყველა ფიქრობს და ყველა ამაყობს იმით, რომ დაეჯახა და ებრძოლა, გააკეთა რაც შეეძლო. რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლობდნენ. საქართველოს იცავდნენ ეს ბიჭები. ძალიან სამწუხაროა ჩემთვის ეს გამონათქვამი. მე ვურჩევ მას რომ უახლესი ისტორია საქართველოსი ისწავლოს ძალიან კარგად და სანამ ესეთ განცხადებას გააკეთებს, კარგად დაფიქრდეს და ისე გააკეთოს განცხადება. კარგი იქნება, რომ თავდაცვის მინისტრიც გამოვიდეს და თავისი კომენტარი გააკეთოს ამ ე.წ. სამოქალაქო ომთან დაკავშირებით,“-განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.