19 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
„დასაქმება არის პირველი პრობლემა“- სანდრა რულოვსი ზუგდიდში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ზუგდიდის სხვადასხვა დასახლებაში ამომრჩევლებს შეხვდა. პრობლემათა ჩამონათვალში ზუგდიდის მცხოვრებლებმა ძირითადად ეკონომიკური სიდუხჭირე, უმუშევრობა და უპერსპექტივობა დაასახელეს.

სანდრა რულოვსმა პრობლემებს შორის ყურადღება უმუშევრობის საკითხზე გაამახვილა  და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

„ყველგან ერთი და იგივე სურათია. ყველა მეორე სახლი იყიდება, რასაც ვხედავ, აი, კარდაკარ რომ დავდივარ. ძალიან ბევრი ხალხი არის წასული ამ ქვეყნიდან. ძალიან ბევრი ხალხი დამოკიდებულია სოციალურ დახმარებაზე, პენსიაზე და დასაქმება არის პირველი პრობლემა ყველა ოჯახის. აი, როცა ლაზიკა იქნება და როცა ანაკლიას გამოვაცოცხლებთ და გავხდით საკურორტო ქალაქად, მაშინ ისევ დასაქმდება ხალხი. ასევე, როცა აქ ინდუსტრია განვითარდება, ბიუჯეტი გადანაწილდება სწორედ ამ ქალაქში, ამ მუნიციპალიტეტში, მაშინ უფრო მეტი ხალხი დასაქმდება და აღარ იქნება მარტო ნეპოტიზმი და მარტო ბიუროკრატიული ხარჯები,“- განაცხადა რულოვსმა.

ე.წ. ფაიფურის და კომბინატის დასახლებაში გამართულ შეხვედრაზე რულოვსმა განაცხადა, რომ ამომრჩევლის ხმების დასაცავად ოპოზიცია ბოლომდე იბრძოლებს.

დღის ამბები