19 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
"ირონია არის ის, რომ არავის მანდ, არ ეკუთვნის ძალაუფლება" - გოგიჩაიშვილი გახარიას უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშვნას ეხმაურება 

მთელი ირონია და მთელი დრამა ამაში არის ის, რომ არავის მანდ არ ეკუთვნის ძალაუფლება. ძალაუფლება ეკუთვნის პარტიის თავმჯდომარეს - ასე ეხმაურება პარლამენტის წევრი, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი გიორგი გახარიას უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშვნას.

მისი თქმით, გახარიას ფიგურის გაძლიერება, მმართველ გუნდში დარჩენილთაგან, ბევრს არ მოსწონს. მისი თქმით, პოლიტიკური წონა არც ერთ მინისტრს არ აქვს.

„მოვუწოდებ ახლა იმ ადამიანებს, ვისაც შეშურდათ გახარიასი, ტყუილად გშურთ, იმიტომ რომ არც იმას არაფერი არ მოემატება, არც თქვენ რომ ყოფილიყავით, არაფერი არ მოგემატებათ, იმიტომ რომ არაფერი არ ხართ ელექტორალური თვალსაზრისით, შესაბამისად, თანამდებობა არ სძენს პოლიტიკოსს სიმძიმეს. სიმძიმეს სძენს და ავტორიტეტს, ელექტორატში მისი მხარდაჭერა  როგორია... ალბათ ახლა იქ არიან ადამიანები, ვინც ეჭვიანობენ, იმიტომ რომ ვინც იმ მაგიდაზე ზის, ასევე ვინც ფიქრობს რაღაც ძალაუფლების აღებას, არის აწყობილი ისე, რომ ერთმანეთზე ბევრმა იეჭვიანოს. მაგალითად ახალმა პოლიტიკურმა მდივანმა იეჭვიანოს გენერალურ მდივანზე, გენერალურმა მდივანმა იეჭვიანოს ახლადგამხდარ საბჭოს მდივანზე... სულ ეჭვიანობაში არიან და ამ ძალაუფლების განაწილებაში და არც ერთს არ ეკუთვნის ეს ძალაუფლება. მთელი ირონია და მთელი დრამა ამაში არის ის, რომ არავის მანდ არ ეკუთვნის ძალაუფლება. ძალაუფლება ეკუთვნის პარტიის თავმჯდომარეს“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები