ეს არის რეალური ლოგიკა - ამ განცხადებით პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიას უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშვნას ეხმაურება.
მმართველ გუნდს, გახარიას რეფორმატორ მინისტრად მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ ის უწყებებს შორის კოორდინირებას შეძლებს.
„ლოგიკური იყო, რომ ვიცე-პრემიერი და ამავდროულად, შინაგან საქმეთა მინისტრი პრემიერის ხელმძღვანელობის პირობებში ყოფილიყო ამ საბჭოს მდივანი. ეს არის რეალური ლოგიკა და ის ლოგიკა, რასაც ნაც მოძრაობა და მისი სხვადასხვა შტოების ავითარებენ, არის მხოლოდ და მხოლოდ მოგონილი,“ - აცხადებს მდინარაძე.
მამუკა მდინარაძე იმ გავრცელებულ მოსაზრებასაც ეხმაურება, რომელსაც ანალიტიკოსები ავრცელებენ და ამბობენ, რომ ბევრ ადამიანებს “ქართულ ოცნებაში“ გიორგი გახარიას გაძლიერება არ უხარია.
„რაც არ უნდა ილაპარაკონ ანალიტიკოსებმა, რომლებიც კონკრეტულ სუბიექტურ, აბსურდულ და უტოპიურ ლოგიკას ძალიან ხშირად და სამწუხაროდ, გულშემატკივრობენ ხოლმე, ესე ვიტყვი, ლოგიკა არის ერთი და მთავარი, რომ მისი დანიშვნა ამ პოზიციაზე, იყო ლოგიკური, როგორც უკვე მოგახსენეთ და გარდა ამისა, გუნდში, საკითხები, რომელიც გუნდურობას შეეხება, მართლა პრობლემას არ წარმოადგენს,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.