აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ვახტანგ ყოლბაიას შემცვლელად რუსლან აბაშიძის კანდიდატურას პრეზიდიუმმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში დახურული კონსულტაციები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ვახტანგ ყოლბაიას შემცვლელად, სულ 5 კანდიდატი განიხილებოდა, თუმცა მათ კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობა არ ჰქონიათ.
რუსლან აბაშიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში იგი სამოქმედო გეგმას წარადგენს და საკუთარი კაბინეტის დაკომპლექტებას შეუდგება
კონსულტაციების პარალელურად, საბჭოს შენობასთან შეკრებილები იყვნენ ვეტერანები. ისინი საკუთარი კანდიდატურის მხარდაჭერას ითხოვდნენ.