19 ნოემბერი 2024,   05:23
ვრცლად
„სამოქალაქო ომი როგორ იყო? რუსები გვეომებოდნენ"- გენერალ ჩაჩიბაიას განცხადებას ვეტერანების პროტესტი მოჰყვა

„ასეთი საშინელება როგორ უნდა თქვა?“-ასე ეხმაურებიან ვეტერანები გენერალ ჩაჩიბაიას განცხადებას, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსული აგრესია, სამოქალაქო ომი იყო.

ვეტერანები, რომლებიც თავად მონაწილეობდნენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ომებში, ამბობენ რომ მათ ესროდნენ რუსი ჯარისკაცები. ყოფილი მებრძოლები აცხადებენ, რომ სამხედრო ძალების მეთაურმა დაუშვებელი შეცდომა დაუშვა.

„მე მგონი დევნილია თვითონაც ჩაჩიბაია. მერე?! ასეთი რაღაცა როგორ უნდა თქვა. ამხელა კაცი ამხელა თანამდებობის იძახის სამი იყო სამოქალაქო და ხოდა იყო 2008 -ო რუსეთთან დაპირისპირებაო. გვესროდა რუსი, კაზაკი, ჩეჩენი და  ყველა რჯულის კავკასიელი. არ ჰქონდა მაგას მნიშვნელობა ოღონდ ქართველზე ესროლა და აფხაზ ხალხზე რა,“-აცხადებს ერთ-ერთი ვეტერანი.

ვეტერანები აცხადებენ, რომ მათთვის გენერლის განცხადება შეურაცხმყოფელია. მათი თქმით, ვინ არის ქვეყნის ოკუპანტი ეს ნათლად ჩანს და ამაზე მსჯელობა უბრალოდ აბსურდია.

„სამოქალაქო ომი როგორ იყო? რუსები გვეომებოდნენ, რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი. ნაომარი ვარ და ომის შემდეგ ვიბრძოდი. სანამ რუსები იქნებიან ამ ტერიტორიაზე ჩვენ საშველი არ გვექნება ცხოვრების,“-აცხადებს ერთ -ერთი ვეტერანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები