უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატთა შერჩევის შესახებ პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი დეპუტატებს შორის დაპირისპირების მიზეზი დღესაც გახდა. სხდომათა დარბაზის გარეთ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა "ქართული ოცნების" წვერს მამუკა მდინარაძესა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს თინა ბოკუჩავას შორის. თინა ბოკუჩავამ "ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და დოკუმენტს ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის დაკანონება უწოდა.
„თუ ჯორჯ ვაშინგტონს ედრებიან მაშინ არ ვიცი, მაგრამ ჯორჯ ვაშინგტონის გარდა უზენაესი სასამართლო არც ერთ ამერიკელ პრეზიდენტს არ დაუკომპლექტებია,“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მამუკა მდინარაძემ კი ბოკუჩავას მოსთხოვა განემარტა რას გულისხმობდა ის კოსის კანონში. რაზეც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მდინარაძეს უპასუხა, რომ მან არც კი იცოდა რაზე საუბრობდა.
„რა სისულელეს ამბობ, არ იცი რა არის... ჟურნალისტზე ვამბობ , რომელსაც აკრედიტაცია მოუხსნა ტრამპმა და არ იცი ეგ შემთხვევა. ჟურნალისტის გვარია უბრალოდ,“-მიმართა მამუკა მდინარაძე თინა ბოკუჩავამ.