19 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტის სკანდალი - ზურაბიშვილის განცხადება აშშ-ს სამხედრო ბაზებზე, რუსულმა მედიამ გადაბეჭდა

სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ საქართველოში ამერიკული ბაზების განთავსებას არ მიესალმება, უცხოელი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მოექცა. პრეზიდენტის გზავნილს გავლენიანი მედიასაშუალებები აფასებენ.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას რუსულმა მედიამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო. tass.ru წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის ქვეყანაში მშენებლობას არამიზანშეწონილი უწოდა.

Известия.ru კი წერს, რომ საქართველოს სახელმწიფო მეთაურმა ქვეყანაში ამერიკული ბაზის მშენებლობის იდეა გააკრიტიკა. ავტორს მოჰყავს სალომე ზურაბიშვილის სიტყვები, რომ ქვეყანამ არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც პროვოკაციად შეფასდება.

gazeta.ru-საც მოჰყავს საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომ ამერიკულმა ბაზამ შესაძლოა, რუსეთის და ზოგიერთი ტერორისტული ორგანიზაციის ყურადღება მიიპყროს.

tvzvezda.ru სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს იშველიებს და წერს, რომ ქვეყანამ არ უნდა გადადგეს ისეთი ნაბიჯი, რომელიც შესაძლოა, პროვოკაციად შეფასდეს.

mk.ru საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ინტერპრეტირებას უკეთებს და აღნიშნავს, რომ ის ნატოს ბაზის მშენებლობას არამიზნობრივად მიიჩნევს და ხაზს უსვამს, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა, შეფასდეს, როგორც პროვოკაცია რუსეთისთვის.

Аргументы Недели წერს, რომ სალომე ზურაბიშვილს საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება არამიზანშეწონილად მიაჩნია.

ამავე თემაზე
დღის ამბები