19 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში - გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბიშვილმა ოფიციალური ვაშინგტონისგან უარი მიიღო

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტზე სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალური ვაშინგტონიდან უარი მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ჩასვლა ჯერ კიდევ მარტიდან იგეგმებოდა.

ლაშა ჟვანია „კურიერთან“ აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამზადებდა. შედგება თუ არა ვიზიტი, ჟვანიას თქმით, მას ინფორმაცია არ აქვს.

სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ სკანდალური განცხადება გააკეთა. პრეზიდენტი საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ბაზებს რუსეთი პროვოკაციად შეაფასებს, რაც თბილისს მოსკოვთან ურთიერთობების დაძაბვის ფასი დაუჯდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები