19 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მ საქართველოს პრეზიდენტს ამერიკაში ვიზიტზე უარი უთხრა

გააუქმა თუ არა ვაშინგტონმა საქართველოს პრეზიდენტის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ვიზიტი - ვრცელდება ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალური ვაშინგტონიდან უარი მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში შემოდგომისთვის ჩასვლაზე მსჯელობა მარტიდან დაიწყო და ვიზიტს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამზადებდა. შედგება თუ არა ვიზიტი, ჟვანიას თქმით, მას ინფორმაცია არ აქვს.

"როდესაც ვსაუბრობდით ჩვენ მარტის თვეში, საუბარი იყო სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდზე, მანამდე საუბარი არ ყოფილა,"-აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ლაშა ჟვანია.

დღის ამბები