საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტში ხმაურიანი სხდომისთვის ემზადება. მინისტრის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში, რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. არჩილ თალაკვაძე ვარაუდობს, რომ საპარლამენტო ოპოზიცია შეეცდება საქმიანი დისკუსია მათთვის საინტერესო პოლიტიკური დღის წესრიგით შეცვალოს.
„ოპოზიციას ექნება მცდელობა, რომ საქმიანი საკითხებიდან ყურადღება გადაიტანოს მათთვის საინტერესო პოლიტიკურ თემებზე და სცადონ რაღაცნაირად მინისტრთან, მეორე რაუნდში ქულების მოპოვება. გიორგი გახარია არის ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი თავის ტკივილი პარლამენტში. ჩვენ გვაინტერესებს თუ როგორ აპირებს მთავრობა და ხელისუფლება ამ შემთხვევაში გარეჯის საკითხის გადაჭრას. ასევე, პანკისთან დაკავშირებით გვაინტერესებს თუ რა გეგმები აქვს მინისტრს და მთავრობას ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციისთვის რომ მოხდეს შეთანხმება ამ პროექტთან დაკავშირებით,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
გიორგი გახარიასთან კითხვები აქვს საპარლამენტო უმრავლესობასაც. პანკისის ხეობის მოვლენების გარდა, მმართველი გუნდი სისტემური ცვლილებებით ინტერესდება.
„ჩვენთვის საინტერესო არის შს მინისტრის კომენტარი პანკისის მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა მე პირადად არა მხოლოდ პანკისთან დაკავშირებით, არამედ სისტემურ განახლებასთან მიმართებითაც მაქვს კითხვები.~ იმიტომ, რომ შსს-ს სტრატეგია ეს არის სისტემური გაახლების სტრატეგია ადამიანის უფლებების დაცვის,“-განაცხადა სოფო კილაძემ.