19 ნოემბერი 2024,   07:28
ვრცლად
"პასუხი, რომ გამოძიება მიმდინარეობს, არ გაგვცეთ" - ელენე ხოშტარია გახარიასგან კერზაიას საქმეზე კონკრეტულ პასუხს ითხოვს

„ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე შინაგან საქმეთა მინისტრს როცა ეუბნება, რომ თქვენ ასეთო კარგო, კიდევ უფრო გაკარგების პოტენციალი რამხელა არისო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეც რომ ეუბნება, რომ ასეთი კარგი და დახვეწილი რომ ხართ, კიდევ უფრო უკარგესი და უდახვეწილესი როდის იქნებით, ეს არის სამწუხარო ანალოგია წარსულთან,“- ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

მან საკანონდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში, სადაც გიორგი გახარია იმყოფება, ის ფაქტი გააკრიტიკა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი საკომიტეტო მოსმენაზე არ მივიდა და მხოლოდ სესიაზე გამოცხადდა.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ გიორგი გახარიას კერზაიას საქმე და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებაც გაახსენა, სადაც გახარია ამბობდა, რომ საქმეს დაასრულებდა. ოპოზიციის წარმომადგენელმა გახარიას შეკითხვა სწორედ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის საქმეზე დაუსვეს. ელენე ხოშტარიამ მინისტრისგან კონკრეტული პასუხი მოითხოვა და არა ის ახსნა, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

„გთხოვთ, ის პასუხი, რომ გამოძიება მიმდინარეობს, არ გაგვცეთ. რადგან ასეთი ტონით მოგვმართავდით და ასეთი მტკიცე პირობა დადეთ, რომ ეგებ უბრალოდ პასუხი, რომ გამოძიება მიმდინარეობს, არ გაგვცეთ. თუნდაც გვითხრათ, რომ თქვენ ვერ ერევით ამ საქმეს და ვიღაც არის ამ მთავრობაში, რომელიც ბლოკავს და ხელს გიშლით ამ საქმის გაკეთებაში, ბოლომდე თქვენი მხარდამჭერი ვიქნებით მათთან ჭიდაობაში,“ - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები