პარლამენტში სესია, რომელზეც შს მინისტრს უსმენენ თითქმის ცარიელ დარბაზში განახლდა. სანამ მინისტრი შეკითხვებზე პასუხების გაცემას დაიწყებდა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სირცხვილია, როდესაც შს მინისტრის გამოსვლა ფაქტობრივად ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს. უმრავლესობისთვის განკუთვნილ ცარიელ სკამებზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემაც და იმედი გამოთქვა რომ დეპუტატები სხდომას შემოუერთდებიან.