19 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
"გულგატეხილი ვარ" - გიორგი გახარია

„დაღლილი გამოიყურებიო მითხრეს, დაღლილი კი არა, უკიდურესად უინტერესოა ეს ყველაფერი,“ - ეს განცხადება, შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში გააკეთა.

მინისტრი ამბობს, რომ კითხვები, რომელიც დღეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებისგან მოისმინა, უინტერესოა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ის პარლამენტში გაკეთებული განცხადებების გამო, გულგატეხილია.

„რეალურად თქვენ ყველა, ჩვენთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, როდესაც საპარლამენტო ზედამხედველობაზე ვსაუბრობთ, ერთი რამე უნდა გაითვალისწინოთ,. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, ხარისხის სტანდარტს მარტო ჩვენ კი არ ვადგენთ, თქვენც ადგენთ და თქვენი პასუხისმგებლობის დონე ამ ნაწილში, იმიტომ, რომ აქ მაკონტროლებელი ორგანო და მომთხოვნი ხართ თქვენ, უკიდურესად გულგატეხილი ვარ იმით, რაც დღეს აქ მოვისმინე, უკვე მეორედ, აბსოლუტურად უშინაარსო, რაც მთავარია, ეს არის თვითონ არსის, საპარლამენტო დემოკრატიის და ზედამხედველობის დისკრედიტაცია,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები