19 ნოემბერი 2024,   05:22
ვრცლად
თქვენი სახით რუსეთს ან სასარგებლო იდიოტები ჰყავს მოკავშირეებად საქართველოში ან ძალიან საიმედო პარტნიორები - სამადაშვილი გახარიას 

„ძალიან სერიოზული შიში გამოჩნდა, რომ თქვენი სახით და თქვენი ხელისუფლების სახით, რა თქმა უნდა, ზოგადად, რუსეთს ან სასარგებლო იდიოტები ჰყავს მოკავშირეებად საქართველოში ან ძალიან საიმედო საყრდენი პარტნიორები,“ - ამ განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა შს მინისტრს.

სალომე სამადაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას პრემიერობისთვის ამზადებს, რის გამოც, ქვეყანაში არასტაბილური ვითარებები სპეციალურად იქმნება, რათა შემდეგ შს მინისტრი მოევლინოს „საზოგადოებას ცხენზე ამხედრებული რაინდის სახით სტაბილურობის გარანტად“. 

„ბატონო გიორგი, თქვენი კარიერის შემადგენელი ნაწილი, როგორც ჩანს, არის შემდგომი სცვლის გაკეთება - შეიქმნას კრიზისი, ეს კრიზისი შექმნათ თქვენ და თქვენს დაქვემდებარებაში მყოფმა ადამიანებმა, შემდეგ ეს კრიზისი განმუხტოთ და მოევლინოთ ქართულ საზოგადოებას ცხენზე ამხედრებული რაინდის სახით სტაბილურობის გარანტად. როგორც ჩანს, ასე ესახება თქვენს პოლიტიკურ პატრონს ბატონ ბიძინა ივანიშვილს თქვენი გზა პრემიერ-მინისტრობისკენ. თუმცა, დღეს როდესაც გისმენდით ამ დარბაზში და უკვე არა როგორც მხოლოდ შს მინისტრს, არამედ ადამიანს, რომელმაც გადაიბარა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება ზოგადად, და იმის გათვალისწინებით, რაც ხდება დღეს ჩვენს სახელმწიფოში, ძალიან სერიოზული შიში გამოჩნდა, რომ თქვენი სახით და თქვენი ხელისუფლების სახით, რა თქმა უნდა, ზოგადად, რუსეთს ან სასარგებლო იდიოტები ჰყავს მოკავშირეებად საქართველოში ან ძალიან საიმედო, საყრდენი პარტნიორები. იმიტომ, რომ ქვეყანა იწვის ცეცხლის ალში,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები