19 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
თუ გინდათ სანქციები დამიწესეთო რომ იძახით, ძლიერად გრძნობთ თქვენს თავს? - ხოშტარია გახარიას

საპარლამენტო ოპოზიციის წევრების თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრს მათი შეკითხვებისთვის გიორგი გახარიას არ უპასუხია. ხელისუფლების ოპონენტების ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა ია კერზაიას საქმეს შეეხებოდა. მათი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ამ საკითხზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

ოპოზიცია გიორგი გახარიას იმის გამოც აკრიტიკებდა, რომ ის საკომიტეტო მოსმენაზე მისვლაზე უარს აცხადებს.

„რომ იძახით, რომ კანონში კი წერია, კომიტეტში მოვალო, არ მოვალო იმიტომ, რომ აზრს ვერ ვხედავო, თუ გინდათ სანქციები დამიწესეთო, ამას რომ იძახით, თქვენ ძლიერად გრძნობთ თქვენს თავს? გგონიათ, რომ ძალიან ძლიერად გამოიყურება შს მინისტრი, რომელიც იძახის, რომ კანონს არ შევასრულებ? ჩვენი სანქციების რომ არ გეშინიათ, გასაგებია, ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. ქვეყნის მიმართ რა შედეგი იქნება, ამის როგორ არ გეშინიათ.

"რაც შეეხება ია კერზაიას საქმეს, ადამიანურადაც კი გავოგნდი, ცოტა უფრო სერიოზულ პასუხს ველოდი, ჯერ ერთი თქვენ იქ თქვით, რომ დავასრულებ ამ საქმეს. თქვენ რა გგონიათ, ადამიანი რომ გარდაიცვალა, მართლაც საშინელი ტრაგედია მოხდა, ეს ადამიანი რომ იძახდა, რომ პოლიტიკურად დევნიდნენ, მისი შვილი რომ იძახდა, რომ პოლიტიკურად დევნიდნენ, ფაქტები, რომ დავდეთ პარლამენტში, რომ წუთებში გაუგზავნეს ზონდერი, თქვენ მართლა გგონიათ, გამოძიება რომ დაიწყეთ, კითხვას აღარ დავსვამთ ამაზე? ეს როგორ ჩათვალეთ, ან ამ საკითხზე მორალს როგორ გვიკითხავთ?“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ხელისუფლების ოპონენტებს ძირითადი შეკითხვები პანკისის ხეობასთან დაკავშირებით ჰქონდათ. მათ აინტერესებდათ, რა ურთიერთობა აქვს შს სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და არსებობს თუ არა მათ შორის დაპირისპირება. ოპოზიციის წევრებმა მინისტრს აღნიშნულ საკითხზე დამაზუსტებელი კითხვა დაუსვეს.

„გამოიშვირა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ თქვენკენ ხელი, პანკისის მოვლენების შეფასებასთან დაკავშირებით მან თქვა, რომ ჰკითხეს ეს შინაგან საქმეთა მინისტრსო. ლილუაშვილმა თქვა, გახარიას ჰკითხეთ, მე ნუ მეკითხებითო. ჩვენ რისკები სწორად შევაფასეთო. თითოეული ორგანო იღებს ჩვენ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, როგორი რეაქცია უნდა გააკეთოსო, ამიტომ თქვენ უნდა გაგვცეთ პასუხი, მოგაწოდათ ინფორმაცია? იცოდით რისკების შესახებ?“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები