გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაცია გაერთიანებული ოპოზიციის 30-მა წევრებმა დატოვა, პარტიის ლიდერები საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურნენ.
მას შემდეგ რაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ ამ სიის დაზუსტდება მოითხოვა, მხოლოდ ორი სახელი და გვარი მიაწოდეს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ დასახელებული ორი პირი პარტიის გაერთიანებულ ოპოზიციის წევრი არ ყოფილა და ამასთან მათი რიგები არავის დაუტოვებია.
„ერთადერთი ინტერესი ხელისუფლების და უშიშროების ამ პროცესებში არის, რომ რაღაც თვალსაზრისით გამოიყენოს შავი პიარისთვის ეს ფეიქნიუსები. და ამას უკავშირდება მათშორის და პირველ რიგში ე.წ. თითქოს ჩვენი კოორდინატორებთან ურთიერთობა. თითქოს კოორდინატორების ნაწილმა დატოვა პარტიის ლიდერები. ჯერ ერთი ამ 30 ადამიანიდან რომელზეც ხელისუფლება საუბრობს, რეალურად არის დაფიქსირებული ორად ორი ადამიანი. და ეს ადამიანები არ არიან ჩვენი პარტიის წევრები. როდის ყოფილა, რომელ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რომ როდესმე ხელისუფლებას ანაღვლებდა ჩვენ მოვახერხებდით თუ არა რესურსის მობილიზებას. ან რომელიმე სოფელში ოფისის დაქირავებას. მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც. დაინტერესდით იმით თუ როგორ და რა ვითარებაში გადაიქცა სუს-ის შენობა, „ქართული ოცნების“ შტაბად. როგორ და რა ვითარებაში გადაიქცა გუბერნიის შენობა და ყველა ადმინისტრაციული შენობა, რომელიც აქ არის და რომელიც უნდა ემსახურებოდეს ჩვეულებრივი ადამიანების პრობლემების მოგვარებას როგორ გადაიქცა ქართული ოცნების შტაბებად. ჩვეულებრივი ზონდერთა ჯგუფების შესაკრებ ადგილებად,“-განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი გავრცელებულ ინფორმაციას მისი მხარდამჭერების მატებას უკავშირებს. ის ამბობს, რომ მსგავს ქმედებას ხელისუფლებისგან მიჩვეულია.
„გვიახლოვდება არჩევნები, ჩვენმა ენერგიამ მოიმატა, ჩვენი მომხრეების რაოდენობამ მოიმატა და პანიკაში ვარდებიან და მერე ფეიქნიუსის, ყალბი ინფორმაციის გავრცელება შესაბამისად იმატებს და ჩვენ არ გაგვიკვირდება, არ შეგვეშინდება,“-განაცხადა სანდრა რულოვსმა.
„ქართულ ოცნებაში“ კი გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ არავითარ ზეწოლას ადგილი არ აქვს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო შტაბებისთვის ადმინისტრაციულ შენობებს არ იყენებს, როგორც ეს მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.