„ეს არის საპარლამენტო ზედამხედველობის ხარისხი, ბატონებო,“ - ეს განცხადება, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე დეპუტატების მისამართით გააკეთა.
მინისტრის რეპლიკა პარლამენტის დარბაზში დეპუტატების არყოფნას მოჰყვა. შესვენების შემდეგ სხდომათა დარბაზი თითქმის, ცარიელი იყო.
პლენარული სხდომის დარბაზში „ქართული ოცნების“ დეპუტატების არყოფნა გააკრიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ. მან პარლამენტის თავმჯდომარეს ახსნა განმარტებისკენ მოუწოდა.
„მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის კანონს რომ განვიხილავდით ცარიელ დარბაზში, ეს კიდევ რაღაცნაირად გადავიტანეთ და ახლა ბატონი გახარია, რომელიც მოვიდა, უნდა გაგვცეს კითხვებზე პასუხი, ეს რეჟიმიც ცარიელ დარბაზში უნდა წარიმართოს? მართლა, შეურაცხმყოფელია, უბრალოდ, სახელმწიფოებრივად, ჩემი აზრით, არა პერსონალურად თქვენ მიმართ, პარლამენტის, მთავრობის მიმართ, ბატონო ირაკლი, იქნებ გვითხრათ, საერთოდ რა ხდება ამ პარლამენტში,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.
დეპუტატის კრიტიკა გაიზიარა ირაკლი კობახიძემაც.
„გიერთდებით სულისკვეთებაში, ნამდვილად, სამწუხაროა, რომ აგვიანებენ ჩვენი კოლეგები, იმედი მაქვს, რომ შემოგვიერთდებიან“.