19 ნოემბერი 2024,   05:30
ვრცლად
სალომე სამადაშვილი გიორგი გახარიას - ქართველი ხალხი იდიოტებად მიგაჩნიათ

„ბოდიშით დღევანდელი გამოსვლა არ დაგიწყიათ, მაგრამ მოგიწევთ, ბოდიშით დაასრულოთ თქვენი გამოსვლა იმიტომ, რომ შეურაცხყოფაა ის ჩვენ, რაც აქ მოვისმინეთ,“ - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის, რომელიც პარლამენტში იმყოფება.

ოპოზიციის წევრის თქმით, გიორგი გახარია ცდილობს, რომ ოპოზიციას მწვავე შეკითხვების დასმის შესაძლებლობა არ მისცეს. სალომე სამადაშვილის შეფასებით, მას საზოგადოება იდიოტად მიაჩნია.

„ძალიან დაბალი ინტელექტუალური კალიბრის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში შეფარებით მაღალი იარუსი გეჭირათ და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ დღეს ვუყურებთ ამ დეგრადაციას და ჩამოსვლას თქვენს ზოგადად „ქართული ოცნების“ ზოგად ინტელექტუალურ დონეზე. თქვენი იმიჯი ჩემი საზრუნავი არ არის, მაგრამ ძალიან შეურაცხმყოფელია ჩემთვის და საზოგადოებისთვის, რომ იდიოტებად მიგაჩნივართ, როგორც ჩანს, ქართველი ხალხი იდიოტებად მიგაჩნიათ და რუსული პროპაგანდის ხერხებით, ბატონო გიორგი, ახლა ცდილობთ, რომ ჩვენ არ მოგვცეთ მწვავე შეკითხვების დასმის შესაძლებლობა, რაც შეეხება პანკისის ძალიან სახიფათო ვითარებას, ეს ვითარება, ბატონო გიორგი, თქვენ შექმენით. გამიზნულად დავალებას ასრულებდით ვინმესი, თუ არაკომპეტენტური ხართ?“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები