26 ნოემბერი 2020,   05:31
ვრცლად
თეთრ ქაღალდზე, რომელსაც ლონდონში ექსპერტიზა უტარდება თქვენი პორტრეტი ხომ არ ამოისახება? - გოცირიძე TBC ბანკის საქმეზე გახარიას მიმართავს

"თქვენ ბავშვობაში დეტექტივებს ხომ კითხულობდით?“ - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც პარლამენტში იმყოფება.

ოპოზიციის წარმომადგენელმა გიორგი გახარიას კითხვა „თიბისი ბანკის“ საქმესა და იმ წერილზე დაუსვა, რომელიც სავარაუდოდ, შს მინისტრმა მამუკა ხაზარაძეს გაუგზავნა. რომან გოცირიძემ გიორგი გახარიასგან კითხვაზე პასუხის გაცემა კიდევ ერთხელ მოითხოვა.

„მე თქვენ დაგისვით შეკითხვა იმ წერილთა დაკავშირებით, რომელიც თქვენ მისწერეთ „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელს. თქვენ ბავშვობაში დეტექტივებს ხომ კითხულობდით? გახსოვთ, დეტექტივებში როგორ არის მოკლულის თვალებზე რომ მკვდრის ხატი თუ სახე აისახება, როგორც ფოტოგრაფიაში, როგორ ფიქრობთ, ამ თეთრ ქაღალდზე, რომელსაც დღეს ექსპერტიზა უტარდება ლონდონში, შემთხვევით თქვენი პორტრეტი ხომ არ ამოისახება?“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები