19 ნოემბერი 2024,   05:24
ვრცლად
განდევნეთ განსხვავებული აზრი, პოლიტიკური ოპონენტები არბიეთ, გააუპატიურეთ ხალხი, ამაში ხართ ინტელექტუალურები - ოხანაშვილი ოპოზიციას 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ შს მინისტრს პარლამენტში მისვლისა და კითხვებზე პასუხების გაცემისთვის მადლობა გადაუხადა. ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა ბევრი პოლიტიკური გამოწვევის წინაშე დგას და ამას მმართველი ხელისუფლება კარგად აცნობიერებს. მისივე თქმით, გამოწვევები სწორედ დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს და ეს ბუნებრივიც არის.

„მე მესმის, ესა არის პოლიტიკური პროცესი ოპოზიციისთვის და მათ ეს პასუხები, ლოგიკურია, არ მოეწონებათ. პირველი, გამოწვევები არის დემოკრატიულ ქვეყნებში, გამოწვევები არ არის ტოტალიტარულ ქვეყნებში. შესაბამისად, ჩვენ გამოწვევებს თვალს ვუსწორებთ და შინაგან საქმეთა სამინისტროა ის სამინისტრო და სტრუქტურა, მისი ხელმძღვანელებით, ვინც გამოწვევებს უსწორებენ თვალს, რეაგირებენ მათზე, ასწორებენ და სისტემური განახლების გზებით მიდიან წინ. შესაბამისად, ქილიკი, რომ თურმე გამოწვევები არ არს, ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილნი, ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას და მინისტრი თავისი გუნდით ძალიან კარგად აცნობიერებს ყველა სახის პასუხისმგებლობას“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილმა დღეს საკანონმდებლო ორგანოში, შს მინისტრის მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო, ოპოზიცია გააკრიტიკა. მმართველი გუნდის დეპუტატმა ოპონენტები პოლიტიკურ სპეკულაციაში დაადანაშაულა და 9 წლიანი მმართველობა შეახსენა.

„აქ პოლიტიკურ კინკლაობას მიჰყავით ხელი, რაც არ გამოგივათ და გეტყვით რატომაც არ გამოგივათ. თქვენ დაიწყეთ აქ საუბარი ინტელექტზე. ჯერ ეს რა ფორმაა მიმართვის ინტელექტზე ისაუბროთ, მოდით მოგიყვებით მაშინ თქვენ პოლიტიკურ ინტელექტზე, რა პოლიტიკური ინტელექტი გახასიათებთ განსაკუთრებით ნაციონალურ მოძრაობას მის ყველა ფრთას ერთად. თქვენ ხართ ხალხი და ეს არის თქვენი პოლიტიკური ინტელექტი, რომლებმაც შექმნით პოლიციური სახელმწიფო, რომლებმაც ფეხქვეშ გათელეთ ადამიანის უფლებები, მედია პლურალიზმი ფეხქვეშ გათელეთდააკანონეთ უკანონო ჩადებები, განდევნეთ განსხვავებული აზრი, დემორალიზება გაუკეთეთ საზოგადოებას, პოლიტიკური ოპონენტები არბიეთ და დააშინეთგააუპატიურეთ ხალხი. ამაში ხართ ინტელექტუალურები, ამაშია თქვენი ინტელექტუალობა?...“ - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

ოხანაშვილმა განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების მმართველობისგან განსხვავებით დღეს ხალხი ტერორში არ ცხოვრობს და საზოგადოება დღეს პოლიციის მიმართ ნდობით არის აღჭურვილი.

 

 

დღის ამბები