24 ნოემბერი 2020,   10:31
ვრცლად
მეუფე იობის სკანდალური ქადაგება - წმინდა სინოდის წევრმა მწვავე გზავნილები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსიდან გააჟღერა 

მეუფე იობის სკანდალური ქადაგება - წმინდა სინოდის წევრი, მწვავე გზავნილების გასახმოვანებლად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს და აღდგომის ტაძრის ამბიონს ირჩევს.

მწვავე ქადაგებით მეუფე იობმა მრევლს დავით გარეჯის აღდგომის ტაძარიდან მიმართა. დილიდან წმინდა სინოდის წევრი რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდლებთან ერთად ტაძარში სალოცავად ჩავიდა, თუმცა არავინ ელოდა, რომ ეპისკოპოსი ასეთი რადიკალური იქნებოდა და მეზობელ აზერბაიჯანს პირდაპირ დაემუქრებოდა.

მეექვსე საუკუნის ტაძრის ამბიონიდან მიმართვის დროს მეუფე იობმა დღეს პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანა რელიგიური კონფლიქტის ზღვარზეა.

მეუფე იობის კრიტიკის ობიექტი დღეს მხოლოდ აზერბაიჯანის ხელისუფლება არ ყოფილა. მან უმოქმედობაში დასდო ბრალი საქართველოს მთავრობასაც. მეუფე იობი დღეს 40-წუთიან ქადაგებაში აზერბაიჯანის ხელისუფლებას რამდენიმეჯერ დაემუქრა და შეახსენა, რომ მათი შემოსავლის მთავარი გზა -ნავთობისა და გაზის მილსადენები საქართველოზე გადის.

მღვდელმთავარს დღეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიც არ დავიწყებია, მეუფე იობმა ახსენა ყველა ის ადგილი რომელიც ისტორიულად საქართველოს ეკუთვნოდა, თუმცა დღეს ან ოკუპირებულია ან სხვა ქვეყნის ნაწილია.

მძიმე მოსასმენი და პოლიტიკური გზავნილებით სავსე ქადაგება საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელებსაც ეხებოდა.

მიტროპოლიტი იობი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში და უდაბნოს მონასტერში საკუთარი ეპარქიის სამღვდელოებასთან და მრევლთან ერთად ჩავიდა.

დღის ამბები