19 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
ვითარება დავით გარეჯში და მეუფე იობის სკანდალური განცხადება - პოლიტიკოსები სახიფათო გზავნილებზე საუბრობენ 

სახიფათო გზავნილი, რომელმაც შესაძლოა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უკიდურესად გაამწვავოს. მეუფე იობის სკანდალურმა ქადაგებამ დღეს მრევლიც და პოლიტიკოსებიც შოკში ჩააგდო. განცხადება მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა დავით გარეჯში ჩასვლის შემდეგ გააკეთა.

ქვეყნის პირველმა დიპლომატმა დღეს წმინდა სინოდის წევრის, მეუფე იობის განცხადებების განეიტრალება სცადა, ბევრი ისაუბრა აზერბაიჯანთან კეთილმეგობრულ ურთიერთობაზე თქვა, რომ მუდმივ კავშირზეა ბაქოსთან და პირობა დადო, რომ დავით გარეჯის პრობლემა მალე მოგვარდება.

რუის ურბნისის ეპისკოპოსის უმწვავესმა ქადაგებამ დღეს ყველა მთავარი პოლიტიკური თემა გადაფარა. ამბიონიდან ნათქვამი სიტყვები პოლიტიკოსების განხილვის საგანი გახდა, ყველა ერთ გზავნილზე თანხმდება, ლაპარაკმა სისხლისღვრაზე და რელიგიურ კონფლიქტზე შესაძლოა ქვეყანა კიდევ უფრო დიდ კონფლიქტში გახვიოს.

მეუფე იობის კიდევ ერთი გზავნილი, რომელმაც პოლიტიკურ სპექტრი შეაშინა, ოკუპანტ რუსეთთან ერთად, ერთიან კონტექსტში მეზობელი აზერბაიჯანის მოხსენიებაა. ამიტომ, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ასეთ ფაქიზ და სახიფათო თემებზე ნებისმიერმა ადამიანმა და მათ შორის სასულიერო პირმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

მმართველი პარტია მეუფე იობის გზავნილებში საფრთხეს ვერ ხედავს და მთავარ პრობლემად ოპონენტების გამონათქვამებს მიიჩნევს.

დღის ამბები