„როგორც ჩანს, ეს ქვეყანა არის ჩვენი მისახედი და ჩვენი მოსავლელი,“- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, პარლამენტში გამოსვლის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გიორგი გახარიამ ოპოზიცია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ოპონენტები სხვადასხვა მნიშვნელოვან თემას პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ. მათ შორისაა პანკისის ხეობისა თუ დავით გარეჯის საკითხები.
„ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, იყენებენ ისეთ თემებს ქვეყნისთვის, როგორიც არის პანკისი, როგორიც არის დავით გარეჯი, როგორიც არის ცალკეული საქართველოს მოქალაქის პირადი ტრაგედია იმისთვის, რომ ეს დააკონვერტირონ პოლიტიკურ ბენეფიტებში, ეს უბრალოდ არის სამარცხვინო. როგორც ჩანს, ეს ქვეყანა არის ჩვენი მისახედი და ჩვენი მოსავლელი,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ხელისუფლების ოპონენტები კი აცხადებენ, რომ მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით დასმულს შეკითხვებს შინაგან საქმეთა მინისტრმა არ უპასუხა.