19 ნოემბერი 2024,   05:19
ვრცლად
ვითარება დავით გარეჯში და საზღვრის დემარკაციაზე მომუშავე კომისიის შემადგენლობა - პრემიერი კითხვებს არ პასუხობს 

ვინ იქნებიან იმ კომისიის წევრები, რომელმაც დავით გარეჯში შექმნილი პრობლემა უნდა მოაგვაროს და აზერბაიჯანთან საზღვარი დაადგინოს - კითხვას პრემიერ-მინისტრი არ პასუხობს.

საბჭოს წევრთა შესახებ ინფორმაცია არ აქვს არც განათლების მინისტრს. შინაგან საქმეთა მინისტრმა კი გუშინ განაცხადა, რომ დემარკაციის ახალი კომისია დაკომპლექტდება.

„ამ საბჭოზე როგორც ვიცით, მუშაობა თუ გადაწყდება, თავისთავად ინფორმაციას მიიღებთ. ვიცით, რომ რაღაც კონსულტაციები შეიძლება დაწყებულია, მაგრამ როგორც კი იქნება გადაწყვეტილება უკვე თავისთავად თქვენ ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა. 

საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით კი, მის შემადგენლობაში ძირითადად აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იქნებიან და დემარკაციის პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება. ოპოზიციას კი ეეჭვება, რომ ამ კომისიამ შეძლოს საკითხის გადაწყვეტა. 

მათი შეფასებით, ამისთვის პოლიტიკური ნებაა საჭირო და საკითხი უმაღლესი თანამდებობის პირების დონეზე უნდა გადაწყდეს.


ამავე თემაზე
დღის ამბები