19 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
ბევრი კითხვა დაისმება უდანაშაულო თემირლან მაჩალიკაშვილის საკუთარი სახლის, საკუთარი საძინებლის, საკუთარ ლოგინში დახვრეტის თაობაზე - მელია 

19 წლის ახალგაზრდის, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაცია - ოპოზიცია სუს-ის ხელმძღვანელთან შეხვედრის დროს ამ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, ვახტანგ გომელაურის მისამართით ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, რომელიც უწყების მიერ ჩატარებულ სხვადასხვა სპეცოპერაციას შეეხება.

„აუცილებლად კითხვა დაისმება, თან ბევრი კითხვა უდანაშაულო თემირლან მაჩალიკაშვილის საკუთარი სახლის, საკუთარი საძინებლის, საკუთარ ლოგინში დახვრეტის თაობაზე. სუს-მა ჩაატარა ხომ ეს ოპერაცია, სპეცრაზმი შეიყვანა და ორი წელიწადი გავიდა, პასუხი არ არსებობს. პანკისის ხეობასთან დაკავშირებით და ზოგადად, რა უსაფრთხოების ზომებს ატარებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. განსაკუთრებით, ჩვენი არამეგობრულად განწყობილი სახელმწიფოების ძირგამომთხრელი საქმიანობის შესაჩერებლად,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია მმართველი გუნდის ინიციატივასაც ეხმაურება, რომლის მიხედვითაც სუს-ის ხელმძრვანელის ანგარიშის შემდეგ, სხდომა დაიხურება.  დეპუტატს მიაჩნია, რომ ისეთ თემებზე, როგორიცაა კორუფცია და მასთან ბრძოლის მექანიზმები, სხდომა საჯარო უნდა იყოს.

„წარმოუდგენელია, რატომ უნდა დაიხუროს სხდომა. ვინაიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, როგორც ასეთი არ მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ მაგალითად, ჯაშუშებზე. ისედაც არ მუშაობენ ესენი, ახლა არც ერთი ჯაშუში მათ არ გამოუვლენიათ 7 წლის განმავლობაში, მაგრამ დავუშვათ, შესაძლებელია ეს იყოს საიდუმლოებების მატარებელი საკითხი, კი ბატონო, ამ საკითხთან დაკავშირებით როდესაც დადგება ჯერი, დავხუროთ სხდომა. მაგრამ ეს სამსახური, რომელიც ებრძვის რომ ჰკითხოთ კორუფციას და უამრავი კორუფციული სქემები არის საზოგადოებისთვის გაშიფრული, მაგრამ რეაგირება სუს-ისგან არ მოყოლია, ამაზე რატომ არ უნდა იყოს მედიის თანდასწრებით მსჯელობა,"-განაცხადა მელიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები