ამომრჩევლის ხმების დაცვის მექანიზმი - გაერთიანებულმა ოპოზიციამ, ზუგდიდში ჟურნალისტებს პროცედურა გააცნო. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, 19 მაისის შუალედურ არჩევნებს მონიტორინგს საერთაშორისო ორგანიზაციები და მოხალისე დამკვირვებლები გაუწევენ .
ყველა საარჩევნო უბანზე დამონტაჟებული იქნება კამერები დამონტაჟებული, რომ არ მოხდეს ეგრეთ წოდებული ”ძველი ბიჭების ”მობილიზება უბანზე და არჩევნებში სახელისუფლებო რესურსის გამოყენება.
„ზუგდიდიდან უნდა დაიწყოს საქართველოს გამარჯვება, ზუგდიდმა უნდა აჩვენოს მთელ საქართველოს, რომ განსხვავებული აზრის გამარჯვებით, ოპოზიციური აზრის გამარჯვებით, შესაძლებელია ქვეყანაში წინსვლის დაწყება და განახლების პროცესის დაწყება. ამიტომ, მთელი ყურადღება გაერთიანებული ოპოზიციის, მიუხედავად იმისა, რომ სხვა საარჩევნო ოლქებშიც ვღებულობთ მონაწილეობას, მთელი ყურადღება კონცენტრირებული იქნება ქალაქ ზუგდიდზე. სწორედ ამიტომ, გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის მხრიდან შემუშავდა ხმების დაცვის უპრეცედენტო სისტემა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს თითოეული ზუგდიდელის ხმის დაცვა და ჩვენ ზუგდიდელებს ვპირდებით, რომ მათი თითოეული ხმა იქნება გადამწყვეტი ამ არჩევნებზე“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილი