„არ ირთვება, რა ჯანდაბა ვქნა მეტი. ასჯერ დავაჭირე ეს ღილაკი, ნერვები მომეშალა უკიდურესად,“ - ეს განცხადება, ადა მარშანიამ პარლამენტში გააკეთა.
დეპუტატის გაღიზიანება ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია, რადგან მიკროფონი არ ჩაირთო.
ადა მარშანიას აღშფოთება, ტექნიკური პრობლემის გარდა, განათლების შესახებ კანონში შესატანმა ცვლილებებმაც გამოიწვია. "ოცნების" დეპუტატთა ნაწილი განათლების შესახებ კანონიდან ტერმინის, "ლიბერალური დემოკრატიული ღირებულებები" ამოღებას ითხოვს. ხოლო საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად უმრავლესობის ნაწილიც ამის წინააღმდეგია.
„ახლა მე მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, ძალიან ცუდი რამ ხდება საქართველოს ე.წ. პარლამენტში დღეს. დღეს მართლა არ არის ეს საქართველოს პარლამენტი. კიდევ ერთხელ, მეათაეჯერ დავრწმუნდი ამაში, ახლა აქ ხდება მანიპულირება ტერმინოლოგიის, მანიპულირება ხდება ახლა და საშინელ ბავშვთა კოდექსს მიიღებს საქართველო ამ პარლამენტის წყალობით, სადაც თავდაყირაა ყველაფერი დაყენებული, სადაც ჩვენი იდენტობა, ჩვენი ეროვნული ფასეულობები, ჩვენი ისტორია, ჩვენი გმირების ფასდადებული ბრძოლა, ყველაფერი არის თავდაყირა დაყენებული და ბავშვების გადაგვარების გზაზე გინდა, თქვენ, რომ დააყენოთ ქვეყანა. არ გამოგივათ ეს.
„რა გჭირთ ხალხო, რა დაგემართათ, რა ფეტიშიზმია აქ გაბატონებული ევროპის მიმართ. ფეტიშიზმით უნდა ვიცხოვროთ და ვიმოღვაწეოთ ჩვენ თუ საღი აზროვნებით და ჩვენი ეროვნული ტრადიციებიდან და ისტორიიდან გამომდინარე,“ - განაცხადა ადა მარშანიამ.